რეფინანსირების აუქციონი
2014 წლის 30 ოქტომბერს, გამართულ ეროვნული ბანკის 7-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 350 000 000 ლარი შეადგინა, განაცხადი დაუკმაყოფილდა ექვს კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.03 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00 პროცენტით განისაზღვრა. რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს.