მურთაზ კიკორია მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მურთაზ კიკორია მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

10 ივლისი, 2017
10 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე, რომელიც ეროვნულ ბანკში გაიმართა, იმსჯელეს როგორც მიმდინარე საკითხებზე, ისე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
 
შეხვედრაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნეს თავიანთი მოსაზრებები და პოზიციები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ინტერესი გამოხატეს კონკრეტულ საზედამხედველო მიდგომებზე. ასევე, იმსჯელეს ლარიზაციის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით.
 
"საქართველოს ეროვნული ბანკი რეგულარულად მართავს მსგავსი ტიპის შეხვედრებს მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მთავარი მიზანია განვიხილოთ მიკროსაფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა და პრობლემები. ვფიქრობ, ამ ცვლილებებით ეროვნული ბანკი ითხოვს, რომ ქვეყანაში ის საქმიანობა, რომელიც მოსახლეობისგან თანხების მოზიდვას გულისხმობს, იყოს რეგულირებული და გამჭვირვალე", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ.

დღეისათვის ბაზარზე 85 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.


სხვა სიახლეები