საქართველოს ეროვნული ბანკი აგვისტოს "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს.
"მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტია, რომელსაც ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. აღნიშნულ ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზი და სხვა ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები.
შემდეგი მონეტარული პოლიტიკის ანგარიში 2016 წლის 2 ნოემბერს გამოქვეყნდება.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში, მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=349