11 ივნისს, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის, ბლუმბერგის საერთაშორისო სისტემის თემაზე სპეციალური ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს კომპანია Bloomberg-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის მენეჯერი ალექსანდრე არტიომოვი უძღვებოდა, რომელსაც კომპანიაში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი საქმიანობის სფერო ასევე მოიცავს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს. ალექსანდრე არტიომოვი მუშაობდა ლონდონის ოფისში. მანამდე კი იყო Bloomberg - ის წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში.
შეხვედრაზე ალექსანდრე არტიომოვმა დეტალურად ისაუბრა ბლუმბერგის როგორც კომპანიის და მისი ძირითადი პროდუქტის შესახებ. მედიას ანახა თუ როგორ მუშაობს სავალუტო, ფულადი და ფასიანი ქაღალდების ბაზრები, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისე საქართველოში. მიმოიხილა ბლუმბერგის შესაძლებლობები, ისაუბრა თუ რისთვის გამოიყენება და ვის შეუძლია ამ პლატფორმაზე მუშაობა. ასევე, სტუმარმა მედიას გააცნო ბლუმბერგის გამოცდილება საქართველოში და უპასუხა მათ შეკითხვებს.
ინფორმაციისთვის, 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ გაცვლით კურსს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დარეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით ადგენს.