კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

25 ნოემბერი, 2014

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2014  წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 196.7 მლნ ლარით (1.7 პროცენტით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 11.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 82.1 მლნ ლარით (1.8 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 114.6 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.3 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით ანუ 12.8 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 4.3 მლრდ ლარის (0.7 პროცენტით ანუ 31.0 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 29.4 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2014 წლის სექტემბერთან შედარებით, ა/წ ოქტომბერში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.5 პროცენტით ანუ 8.1 მლნ ლარით შემცირდა და პირველი ნოემბრისათვის 1.7 მლრდ ლარი შეადგინა.          

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 23.4 პროცენტი შეადგინა, რაც 2014 წლის პირველი ნოემბრისათვის 1.3  მლრდ ლარით განისაზღვრა (0.9 პროცენტით ანუ 11.8 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 7.1 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 398.1 მლნ ლარია (2.4 პროცენტით, 10.0 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 59.9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2014 წლის ოქტომბრის განმავლობაში 2.2 პროცენტით ანუ 123.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის  5.6 მლრდ  ლარს გადააჭარბა.



 
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

   
სხვა სიახლეები