კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

25 თებერვალი, 2015

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2015 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 743.4 მლნ ლარით (5.7 პროცენტით) გაიზარდა და 2015 წლის 1 თებერვლისათვის 13.7 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.5 მლნ ლარით (0.1 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 739.9 მლნ ლარით (9.4 პროცენტით) გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2015 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.1 პროცენტით ანუ 78.2 მლნ ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.2 მლრდ ლარის (შესაბამისად, 8.3 პროცენტით ანუ 402.5 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 30.4 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, იანვარში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 4.0 პროცენტით ანუ 77.5 მლნ ლარით გაიზარდა და პირველი თებერვლისათვის 2.0 მლრდ ლარს გადააჭარბა. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 24.9 პროცენტი შეადგინა, რაც 2015 წლის პირველი თებერვლისათვის 1.7 მლრდ ლარით განისაზღვრა (4.6 პროცენტით ანუ 73.1 მლნ ლარით მეტი პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით); 7.0 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 469.6 მლნ ლარია (10.9 პროცენტით, ანუ 46.3 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 62.3 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2015 წლის იანვრის განმავლობაში 3.8 პროცენტით ანუ 233.0 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 6.4 მლრდ ლარს მიაღწია.





წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_to_the_economy_l3.5geo.xls;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_structure_l3.10.1geo.xls;

სხვა სიახლეები