კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

25 ნოემბერი, 2015

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2015 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 70.1 მლნ ლარით (0.4 პროცენტით) გაიზარდა, რაც მთლიანად გაცვლითი კურსის ცვლილებით იყო გამოწვეული და 2015 წლის პირველი ნოემბრისათვის 15.7 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 7.0 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 77.1 მლნ ლარით (0.8 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ამ მაჩვენებლის ზრდამ 0.1 პროცენტი შეადგინა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.8 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.9 მლრდ ლარის (2.0 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი.

2015 წლის ოქტომბრის განმავლობაში 0.3 პროცენტით ანუ 24.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 7.2 მლრდ ლარს მიაღწია (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ამ მაჩვენებლის ზრდამ ოქტომბერში 0.02 პროცენტი შეადგინა).

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 35.66 პროცენტი, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციამ 52.25 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაცია 0.26  პროცენტული პუნქტით შემცირდა.




 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_to_the_economy_l3.5geo.xls;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_structure_l3.10.1geo.xls

სხვა სიახლეები