კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

25 მარტი, 2016

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 22.8 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) გაიზარდა და 2016 წლის პირველი მარტისათვის 16.2 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 27.4 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 50.2 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.3 პროცენტი შეადგინა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.6 მლრდ ლარის (7.8 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 7.5 პროცენტით მეტი).

2016 წლის თებერვლის განმავლობაში 0.4 პროცენტით ანუ 35.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 8.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.01 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის  მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.16 პროცენტული პუნქტით შემცირდა.



 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_to_the_economy_l3.5geo.xls;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_structure_l3.10.1geo.xls

სხვა სიახლეები