კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

27 ივნისი, 2016

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 274.0 მლნ ლარით (1.8 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 15.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 10.3 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 284.3 მლნ ლარით (2.9 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით გაიზარდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.0 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 5.0 მლრდ ლარის (3.6 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით მეტი).

2016 წლის მაისის განმავლობაში 0.6 პროცენტით ანუ 45.8 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 7.8 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.74 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის  მდგომარეობასთან შედარებით,
გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.16 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_to_the_economy_l3.5geo.xls;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_structure_l3.10.1geo.xls

 

სხვა სიახლეები