კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

25 ივლისი, 2016
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 1.2 მლრდ ლარით (7.8 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 16.4 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 69.3 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.1 მლრდ ლარით (11.6 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.4 პროცენტით გაიზარდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.7 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 7.3 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.9 მლრდ ლარის (18.3 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 8.6 პროცენტით მეტი).

2016 წლის ივნისის განმავლობაში 6.7 პროცენტით ანუ 507.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 8.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.50 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის  მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.26 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_to_the_economy_l3.5geo.xls;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_structure_l3.10.1geo.xls

სხვა სიახლეები