კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.9 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.7 მლრდ ლარის (1.6 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.7 პროცენტით ნაკლები).
2016 წლის ოქტომბრის განმავლობაში 3.3 პროცენტით ანუ 277.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და პირველი ნოემბრისათვის 8.6 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.19 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.46 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
წინამდებარე სტატისტიკური
ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის
ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306