კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 307.4 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით გაიზარდა) და 2017 წლის პირველი აპრილისთვის 18.4 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 396.6 მლნ ლარით (5.8 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 704.1 მლნ ლარით (5.9 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით შემცირდა).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.1 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.6 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 6.2 მლრდ ლარის (4.4 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით მეტი).
2017 წლის მარტის განმავლობაში 0.7 პროცენტით ანუ 63.2 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 9.3 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 39.07 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 1.46 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
წინამდებარე
სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_to_the_economy_l3.5geo.xls;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_structure_l3.10.1geo.xls