კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

25 სექტემბერი, 2017

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით; კრედო ბანკის გარეშე), 2017 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 183.7 მლნ ლარით (1.0 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 19.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 79.8 მლნ ლარით (1.0 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 104.0 მლნ ლარით (0.9 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.2 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 6.1 მლრდ ლარის (1.0 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.1 პროცენტით ნაკლები).

2017 წლის აგვისტოს განმავლობაში 2.0 პროცენტით ანუ 194.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 10.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.77 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს  მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.28 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo
;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans
_to_the_economy_l3.5geo.xls
;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_structure_l3.10.1geo.xls

 

სხვა სიახლეები