კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

25 აპრილი, 2019

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 316.7 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.3 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 26.8 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 226.8 მლნ ლარით (2.0 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.9 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.7 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.8 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 8.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 1.8 პროცენტით მეტი).

2019 წლის მარტის  განმავლობაში 0.5 პროცენტით ანუ 68.7 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 14.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.29 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი მარტის  მდგომარეობასთან  შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.34 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.32 პროცენტული პუნქტით).

 

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo
;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_to_the_economy_l3.5geo.xlsx
;
https://www.nbg.gov.ge/uploads/sesxebiqartulad/loans_structure_l3.10.1geo.xlsx

 

სხვა სიახლეები