კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2019 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით 104.3 მლნ ლარით (0.4 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 26.7 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 120.7 მლნ ლარით (1.0 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 225.0 მლნ ლარით (1.5 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 8.3 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.7 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 1.9 პროცენტით ნაკლები).
2019 წლის აპრილის განმავლობაში 0.7 პროცენტით ანუ 101.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 14.2 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.92 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.62 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.71 პროცენტული პუნქტით).
წინამდებარე
სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ინტერაქტიული
სტატისტიკისა და სტატისტიკის რუბრიკებში მისამართებზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=715;
http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306;