კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა
2014 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 18 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.1 მლრდ ლარით, ანუ 0.8 პროცენტით შემცირდა და 17.8 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.8 პროცენტია.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 78.4 პროცენტი შეადგინა.
გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. მაისის თვის წმინდა მოგებამ 17.7 მლნ ლარი შეადგინა.
ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 75.9 პროცენტი შეადგინა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306