კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

26 ოქტომბერი, 2015

2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.8 მლრდ ლარით, ანუ 3.5 პროცენტით გაიზარდა და 24.8  მლრდ ლარი შეადგინა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 2.6 პროცენტით გაიზარდა). საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 79.1 პროცენტი შეადგინა.

გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. სექტემბრის თვის წმინდა მოგებამ  85.3 მლნ  ლარი შეადგინა.

ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 79.0 პროცენტი  შეადგინა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები