კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

27 ივნისი, 2016

2016 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით. მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.4 მლრდ ლარით, ანუ 5.6 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.4 პროცენტით) და 23.2  მლრდ ლარი შეადგინა.


საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.7 პროცენტია.


 


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



 

 

სხვა სიახლეები