კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა
2016 წლის პირველი დეკემბრის
მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი;
მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში
უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. ნოემბერში, წინა
თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე
ფასებში) 1.2 მლრდ ლარით, ანუ 4.4 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის
გარეშე ზრდამ 1.3 პროცენტი შეადგინა) და პირველი დეკემბრისათვის 28.3 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.9 მლრდ ლარს
შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური
ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის
ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306