კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა
2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 37.6 მლნ ლარით, ანუ 0.1 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით) და 29.7 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური
ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის
ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306