კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

25 იანვარი, 2018

2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 35.5 მილიონი ლარით, ანუ 0.1 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 2.9 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი იანვრისათვის 34.6 მლრდ ლარი შეადგინა. 

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.8 პროცენტია.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები