კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

25 აპრილი, 2018
2018 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 710.8 მილიონი ლარით, ანუ 2.1 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 3.6 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი აპრილისათვის 34.3 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:

https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/assets
__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xlsx

სხვა სიახლეები