კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა
2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.3 მლრდ ლარით, ანუ 3.4 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.7 პროცენტით გაიზარდა) და 2019 წლის პირველი იანვრისათვის 39.7 მლრდ ლარს მიაღწია.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური
ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის
რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/
assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xlsx