კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

25 თებერვალი, 2019

2019 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. იანვარში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 870.3 მლნ ლარით, ანუ 2.2 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით შემცირდა) და 2019 წლის პირველი თებერვლისათვის 38.8 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/
assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xlsx

 

სხვა სიახლეები