კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა

25 სექტემბერი, 2019

2019 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 571.5 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.4 პროცენტით) და 2019 წლის პირველი სექტემბრისათვის 44.9 მლრდ ლარი  შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.1 პროცენტია.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/
assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xlsx

სხვა სიახლეები