კობა გვენეტაძე უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იაკივ სმოლის შეხვდა

კობა გვენეტაძე უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იაკივ სმოლის შეხვდა

31 მაისი, 2018
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე უკრაინაში საერთაშორისო კვლევით კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ყოველწლიური კონფერენცია "ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ურთიერთკავშირი" უკრაინის და პოლონეთის ცენტრალური ბანკების ორგანიზებით კიევში იმართება და მასში მონაწილეობენ ცენტრალური ბანკების მმართველები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკის ექსპერტები და მკვლევარები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ხვალ კობა გვენეტაძე კონფერენციაზე წარადგენს მოხსენებას: "ინფლაციის თარგეთირების განვითარება საქართველოში - ფისკალური პოლიტიკის როლი".

კონფერენციის ფარგლებში დღეს კობა გვენეტაძემ უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, იაკივ სმოლისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, რომელზეც საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებმა ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 2018 წლის ივნისში დაგეგმილია უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები უკრაინელ კოლეგებს გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ გამოცდილებას გაუზიარებენ. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ასევე გეგმავს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის დათვალიერებას და მისი მუშაობის დეტალურად გაცნობას.
სხვა სიახლეები