კობა გვენეტაძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
03 მაისი, 2017
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
შეხვედრა სტუდენტებთან იმ აუდიტორიაში შედგა, რომელიც 2012 წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა და რომლის რეკონსტრუქცია და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.
კობა გვენეტაძემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა.