კობა გვენეტაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

კობა გვენეტაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

01 მაისი, 2019
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია. 

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კობა გვენეტაძემ სტუდენტებსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და სტუდენტთა შეკითხვებსაც უპასუხა.

"მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომების ფარგლებში ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ერთი შეხვედრა გავმართოთ სტუდენტებთან. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყნის მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე და ამ პროცესში ეროვნული ბანკის როლზე. ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა სტუდენტებთან შეხვედრა, რადგან ეს არის თაობა, რომელთა აზრი მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ, რა ხედვები აქვთ ზოგადად ეკონომიკისა და იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ატარებს. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვქონდა შესაძლებლობა, ღიად გვესაუბრა ყველა იმ თემაზე, რაც სტუდენტებს აინტერესებთ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კობა გვენეტაძემ.

 

სხვა სიახლეები