კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის მრგვალი მაგიდის დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის მრგვალი მაგიდის დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

16 მაისი, 2019
16 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქალაქ ნურ-სულთანში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით გამართულ რეგიონულ ღონისძიებაში - ''ინკლუზიური ზრდის პოლიტიკა" - მიიღო მონაწილეობა.

 

მრგვალი მაგიდის დისკუსია დახურულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეობას კავკასიისა და ცენტრალური აზიის, მონღოლეთის და ევრაზიის გაერთიანების ქვეყნები იღებდნენ. დისკუსიის ძირითადი საკითხი ინკლუზიური ზრდის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასებაა.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსური ინკლუზიურობისა და ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ფინანსური ტექნოლოგიების საჭიროებაზე, მან ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ გამოწვევებს და მონაწილეებს გააცნო ის მიმართულებები, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო  პერიოდში  ახორციელებს.

"მსურს, აღვნიშნო ის ორი მიმართულება, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვავითარებთ და რომელთა გარეშეც ფინანსური ტექნოლოგიების ხელშეწყობა შეუძლებელი იქნებოდა: ჯერ ერთი, ჩვენ წარმატებით დავნერგეთ ფინანსური განათლების სტრატეგია და, მეორეც, საკრედიტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივებისთვის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ შემოვიყვანეთ საკრედიტო ბიურო და ვმუშაობთ გაერთიანებული რეესტრის შექმნაზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

 

სხვა სიახლეები