ინფლაციის მიმოხილვა

ინფლაციის მიმოხილვა

11 ნოემბერი, 2015
საქართველოს ეროვნული ბანკი 2015 წლის ნოემბრის „ინფლაციის მიმოხილვას" აქვეყნებს. საქართველოს ეროვნული ბანკი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ფუნქციის - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის ფარგლებში, საზოგადოებისათვის წარსადგენად ამზადებს და ყოველკვარტალურად გამოსცემს „ინფლაციის მიმოხილვას". მასში დეტალურად არის მოცემული ქვეყნის მაკროეკონომიკური პროგნოზი და ანალიზი. კერძოდ:  სამომხმარებლო ფასების ცვლილების დინამიკა, მასზე მოქმედი ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები, საფინანსო და სავალუტო სექტორის მიმოხილვა.

 
 
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში, მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=349
სხვა სიახლეები