ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის სტატისტიკას აფართოებს

ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის სტატისტიკას აფართოებს

25 ივლისი, 2014

საქართველოს ეროვნული ბანკი იწყებს ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების განახლებული ვერსიის გამოქვეყნებას.

ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების მიზანია შეისწავლოს ქვეყნის ფინანსური სექტორისა და მისი კლიენტი სექტორების (შინამეურნეობების, არასაფინანსო კორპორაციებისა და საფინანსო და უძრავი ქონების ბაზრების) ფინანსური სიჯანსაღე. აღნიშნული ინდიკატორების მნიშვნელობა  განსაკუთრებით გაიზარდა გლობალური ფინანსური კრიზისისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფინანსური გარემოს  მკვეთრი ცვალებადობის ფონზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეშვეობით დღეისათვის 90-ზე მეტი ქვეყანა აქვეყნებს თავის ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორებს ფონდის ვებგვერდზე (http://fsi.imf.org/ ), რათა უზრუნველყონ მათი საჯაროობა მსოფლიო მასშტაბით. მათ შორისაა საქართველო, რომელიც 2012 წლის აპრილიდან მიუერთდა ამ ინიციატივას.

საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები ქვეყნდება კოეფიციენტების სახით. ინდიკატორებს დართული აქვს მეტამონაცემები, რომლებიც განმარტავს შესაბამისი კოეფიციენტების გაანგარიშების წესს.




ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/fsi_geo.xl

სხვა სიახლეები