ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულ საწარმოთა განახლებულ სიას აქვეყნებს
"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში 2020 წლის 29 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სტატუსი შეეცვალა პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისა და მათი ემიტენტების ნაწილს. კერძოდ, განახლებული კანონის IX1 თავში განმარტებულია კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში პრივატიზებულ საწარმოებს ეხსნებათ ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსი, ხოლო შესაბამისად ასეთი საწარმოების ფასიანი ქაღალდები არ მიიჩნევა საჯარო ფასიან ქაღალდებად.
ცვლილებების შედეგად, ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსი უნარჩუნდება ისეთ საწარმოს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კრიტერიუმს:
ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად, განახლებული ანგარიშვალდებული საწარმოების სია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=487