ეროვნული ბანკის საზედამხედველო ანგარიშგების სისტემა დადებითად შეფასდა

ეროვნული ბანკის საზედამხედველო ანგარიშგების სისტემა დადებითად შეფასდა

02 ნოემბერი, 2016
საზედამხედველო ანგარიშგების სისტემის გასაცნობად საქართველოს ეროვნულ ბანკს ნიდერლანდების ბანკის დელეგაცია ეწვია.
 
საქართველოს ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ბანკის წარმომადგენლებმა, მონაცემთა ხარისხისა და რისკების შესახებ მონაცემთა გაერთიანებისა და ანგარიშგების დამუშავების მიდგომებზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, ისაუბრეს იმ საზედამხედველო მეთოდოლოგიაზე, რომელსაც ორივე ქვეყნის ცენტრალური ბანკი ეყრდნობა.
 
შეხვედრაზე განიხილეს XBRL-ის ანგარიშგების სტანდარტი საზედამხედველო ანგარიშგებისთვის. კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქართული საზედამხედველო ანგარიშგების სისტემის დემონსტრირება მოახდინა, რომელიც ნიდერლანდების ბანკის დელეგაციის მხრიდან დადებითად შეფასდა.
 
საქართველოს ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ბანკის ზედამხედველები ქართული კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მონაცემთა ხარისხის საკითხებსა და XBRL-ის ანგარიშგების სტანდარტზე ინფორმაცია გაცვალეს.  
 
ვიზიტის დროს ნიდერლანდების ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "მონაცემთა ხარისხის ზედამხედველობა, მონაცემების გაერთიანებისა და რისკებზე დაფუძნებული ანგარიშგების პრინციპების გათვალისწინებით" მომავალი წლის ივნისში თბილისში გაიმართება.
სხვა სიახლეები