ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკი
რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ,
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონის ბიზნესის და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივ ბიზნესმენებს
კობა გვენეტაძემ გააცნო მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილება და ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ
ტენდენციებზე ისაუბრა. ინფლაცია და მისი პროგნოზი, ეკონომიკური ზრდა, დოლარიზაცია,
მომხმარებელთა უფლებების დაცვა - ეს ის თემებია, რომლებზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა
რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.
შეხვედრაში, რომელიც ზუგდიდის "ტექნოპარკში" გაიმართა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის მოქმედ რეგულაციებს.
აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ძალზედ
მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესისთვის გასაგები იყოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები
და მოსალოდნელი შედეგები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა
და მისი გავლენა ეკონომიკაზე.