ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კახეთის რეგიონის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა
03 მაისი, 2017
კახეთის რეგიონის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მათ პირადად გააცნო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება და ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდეციებზე ესაუბრა.
შეხვედრა რომელიც წინანდლის კომპლექსში გაიმართა, კახეთის რეგიონში არსებული კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მენეჯერები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. "ჩვენ გვინდა უფრო უკეთესად გავიგოთ თუ რა ხდება რეგიონებში, რა პრობლემებია, რას ითხოვენ ჩვენგან, როგორ უყურებენ სიტუაციას. ამით ვიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც უკვე გარკვეულწილად გვეხმარება იმაში, რომ კარგად გავაანალიზოთ სიტუაცია და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც დაეხმარება ამ პრობლემების გადაჭრას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიზნესმენთა შეკითხვებს უპასუხა.