ეროვნული ბანკის ინტერაქტიულ სტატისტიკას საგარეო ვაჭრობის რეპორტი დაემატა
მომხმარებელს სასურველი ფილტრებისა და პირობების არჩევის შემდეგ მარტივად შეუძლია ნახოს, თუ რა საქონელი და რომელ ქვეყანში გადის ექსპორტზე ან ხორციელდება იმპორტი.
ინფორმაციის წარმოდგენა შესაძლებელია ჰარმონიზებული სასაქონლო აღწერისა და კოდირების ორნიშნა და ოთხნიშნა დონეზე, დროის სასურველი ინტერვალით, თანხობრივი ან წონითი მაჩვენებლებით.
გარდა ამისა, ვებ გვერდზე ინტეგრირებულია მსოფლიო ქვეყნების რუკა, რომელიც ვიზუალურად წარმოაჩენს ექსპორტ/იმპორტის მონაცემებს ქვეყნების მიხედვით.
საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ინტერაქტიული სტატისტიკის რუბრიკაში.