საქართველოს ეროვნული ბანკი არ ადასტურებს ინფორმაციას Альфа-Банк-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით. საბანკო საქმიანობის ლიზენციის მისაღებად Альфа-Банк-ს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს.
ასევე მცდარია ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" ფინანსურ აუდიტს ფრანგული აუდიტორული კომპანია სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს Альфа-Банк-ი შემოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას.
იმისათვის, რომ აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატაროს ფინანსური აუდიტი, საჭიროა ბანკისგან მიიღოს ბუღალტრული დოკუმენტაცია. ასეთი მოთხოვნა, მითუმეტეს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" 2016 წლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენა რომელიმე აუდიტორული კომპანიისთვის არ მომხდარა. შესაბამისად, ინფორმაცია "კავკასიის განვითარების ბანკ - საქართველოში" აუდიტის შესვლასთან დაკავშირებით ასევე არასწორია.