საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, იწყებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკური ცხრილებისა და დიაგრამების - "ფინანსური სექტორის ინდიკატორების" და "მაკროეკონომიკური ინდიკატორების" ყოველთვიურად გამოქვეყნებას.
გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.