საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის
გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და
მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა
და დიაგრამებს "საფინანსო სექტორის მიმოხილვისა" და "მიმდინარე
მაკროეკონომიკური მიმოხილვის" სახით.
გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.
მაისის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ
ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში, მისამართზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=652&lng=geo