ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის საინფორმაციო ვიდეორგოლი ინტერნეტთაღლითობის თემაზე

ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის საინფორმაციო ვიდეორგოლი ინტერნეტთაღლითობის თემაზე

26 აგვისტო, 2019

მოსახლეობის ინტერნეტთაღლითებისგან თავდაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას. ამჯერად, ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციის ჩართულობით, მომხმარებელს ინტერნეტთაღლითობის (ფიშინგის) თემაზე საგანმანათლებლო ვიდეორგოლს სთავაზობს.

ვიდეორგოლში მარტივი ენითაა ახსნილი  ინტერნეტთაღლითების მიერ მომხმარებელთა თანხების მითვისების ფართოდ გავრცელებული სქემები, ასევე, რჩევები, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან აღნიშნული საფრთხეები.

ამ ვიდეორგოლით, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და სიფრთხილე ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტსივრცეში გამოყენებისას.


სხვა სიახლეები