ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ლარში დენომინირებულ პირველ ფასიან ქაღალდს გამოუშვებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ლარში დენომინირებულ პირველ ფასიან ქაღალდს გამოუშვებს

17 მარტი, 2014

საქართველოს ეროვნული ვალუტის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვან პროცესს ჩაეყარა საფუძველი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას იწყებს.

50 მილიონი ლარის ღირებულების ორწლიანი ობლიგაცია თანაბრად იქნება განაწილებული ორ წამყვან ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტს შორის, ესენია: სს ბიჯი კაპიტალი, საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი საბროკერო კომპანია და თიბისი ბანკი, რომლებიც იმოქმედებენ როგორც წამყვანი მენეჯერები და ტრანსაქციის გარანტორები.

„ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისათვის, გზას უხსნის უცხოური კაპიტალის შემდგომ მოზიდვას საქართველოში მათთვის ვისაც უნდა ლარის გასესხება რეალურ ეკონომიკაზე, ამასთან ეს საუკეთესო საშუალებაა მსესხებლებისათვის, რომლებსაც უნდათ თავიდან აიცილონ სავალუტო რისკი“, - განაცხადა EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მცურავი საპროცენტო განაკვეთის ფასიანი ქაღალდი საუკეთესო მექანიზმია ბანკების ლიკვიდურობის მართვისათვის. EBRD-ის მიერ ლარში გამოშვებული ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების 3-თვიან განაკვეთზე.

„დღევანდელი დღე არის მართლაც ისტორიული: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი საფინანსო ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკის გადაწყვეტილება გამოუშვას ქართულ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდი - ცალსახა დასტური და აღიარებაა იმ ფაქტისა, რომ ქართული საბანკო სექტორი ბოლო წლების განმავლობაში ვითარდებოდა სწორად, თანმიმდევრულად. ეს არის ქართული ფინანსური სფეროსა და ეროვნული ვალუტის მიმართ გამოცხადებული ნდობა. მე დარწმუნებული ვარ რომ EBRD-ის მიერ გამოშვებული პირველი ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდი გზას გაუკვალავს მსგავს ინიციატივებს სხვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან და ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრების შემდგომ განვითარებას. მე მინდა ყველას მივულოცო, ვინც მუშაობდა  ამ  პროექტზე“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდის გამოშვება ეს არის EBRD-ის უახლესი წარმატებული პროექტი ადგილობრივი ვალუტისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების ინიციატივაში, რომელიც დაიწყო 2010 წლის მაისში გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს იმისათვის, რომ გამკლავებოდნენ უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულებასა და სესხებას უცხოურ ვალუტაში განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

EBRD-ის მიზანი იყო ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების წახალისება, აგრეთვე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარება და გაძლიერება და ამგვარად ადგილობრივი წარმოშობის ფინანსების მოცულობის გაზრდა.

„მე მოხარული ვარ, რომ ბიჯი კაპიტალმა - ჩვენმა საბროკერო კომპანიამ და თიბისი ბანკმა გააერთიანეს ძალები EBRD-სთან ერთად საქართველოსთვის ამ გარდამტეხი ტრანსაქციისათვის. ლარში დენომინირებული კორპორატიული ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსების შემდეგ 2005 წელს, მე განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ბიჯი კაპიტალის მეშვეობით, რომელიც ასრულებს წამყვანი მენეჯერისა  და განთავსების გარანტორის როლს, საქართველოს ბანკი არის თანამონაწილე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ლარში დენომინირებული პირველი ფასიანი ქაღალდის გამოშვებისა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

„ჩვენ გვაქვს პატივი ვიმოქმდოთ, როგორც წამყვანმა მენეჯერმა ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან პროექტში. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს კომპანიებისათვის, მათი შემდგომი ზრდისა და განვითარებიასათვის, განსაკუთრებით იმ ბაზარზე, სადაც ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების წყაროები შეზღუდულია. EBRD ყოველთვის იყო პიონერი საქართველოს კომპანიებისათვის სწორად გამიზნული პროდუქტების მიწოდებისა და სერვისის საკითხებში და ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ამ ინიციატივის მხარდაჭერით. EBRD არის ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორი და ერთ ერთი ჩვენი აქციონერი, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის დაფინანსებით, რომელიც უზრუნველყოფს უამრავ ტექნიკური დახმარების პროექტს, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თიბისი ბანკის განვითარებას უკანასკნელი წლების განმავლობაში“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

EBRD-ს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მთავრობასთან, ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებთან, ყოველთვის წამყვანი როლი ჰქონდა საქართველოში ადგილობრივი ვალუტისა და კაპიტალის განვითარების საკითხში.

დღეის მდგომარეობით, EBRD-მ მთლიანობაში მოახდინა 1.86 მილიარდი ევროს ინვესტირება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 167 პროექტისათვის და დამატებით მოახდინა 3 მილიარდი ევროს მოზიდვა ამ საწარმოებისათვის, დაფინანსების სხვა წყაროების მეშვეობით.

სხვა სიახლეები