დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 აპრილი, 2014

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2014 წლის პირველი აპრილისათვის 9.7 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 122.6 მლნ ლარით ანუ 1.3 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე. მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 55.7 მლნ ლარით ანუ 1.3 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 66.9 მლნ ლარით ანუ 1.3 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველ აპრილისათვის 60.86 პროცენტი შეადგინა - 0.23 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.6 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  -  5.3 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.5 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 17.0 პროცენტი შეადგინა.






წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306&lng=geo

სხვა სიახლეები