დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

27 მაისი, 2014

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2014 წლის პირველი მაისისათვის 9.9 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 223.1 მლნ ლარით ანუ 2.3 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 3.3 მლნ ლარით ანუ 0.1 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 219.9 მლნ ლარით ანუ 1.3 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 61.87 პროცენტი შეადგინა - 1.01 პროცენტული პუნქტით მეტი პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.0 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 5.0 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.7 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 16.9 პროცენტი შეადგინა.



 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები