დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

27 ოქტომბერი, 2014

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2014 წლის პირველი ოქტომბრისათვის 10.7 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 320.1 მლნ ლარით ანუ 3.1 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდას 277.8 მლნ ლარით ანუ 6.1 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 42.3 მლნ ლარით ანუ 0.7 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  ოქტომბრისათვის 60.34 პროცენტი შეადგინა - 0.53 პროცენტული პუნქტით მეტი პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.2 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.4 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 5.2 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.5 პროცენტი შეადგინა.






წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo

სხვა სიახლეები