დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 თებერვალი, 2015

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი თებერვლისათვის 11.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 277.6 მლნ ლარით  ანუ 2.4 პროცენტით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების შემცირებას 202.0 მლნ ლარით ანუ 3.9 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 479.7 მლნ ლარით ანუ 7.5 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  თებერვლისათვის 63.98 პროცენტი შეადგინა - 3.83 პროცენტული პუნქტით მეტი პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.2 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.6 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.5 პროცენტი შეადგინა.


 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo; https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xls;
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/money_aggregates_and_monetary_ratiosgeo.xls

სხვა სიახლეები