დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

29 დეკემბერი, 2015

საბანკო სექტორში  განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი დეკემბრისათვის 14.1 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 198.8 მლნ ლარით ანუ 1.4 პროცენტით მეტია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა 1.2 პროცენტით გაიზარდა). ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 131.1 მლნ ლარით ანუ 1.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.4 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 67.6 მლნ ლარით, ანუ 1.1 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ 1.0 პროცენტი შეადგინა).   

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 31.01 პროცენტი შეადგინა - პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით 0.13 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.06 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 11.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  -  4.4 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.7 პროცენტი შეადგინა.

 


 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo;
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xls;
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/money_aggregates_and_monetary_ratiosgeo.xls

სხვა სიახლეები