დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 აპრილი, 2016

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი აპრილისათვის 14.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 347.8 მლნ ლარით ანუ 2.4 პროცენტით ნაკლებია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.8 პროცენტით მეტი). მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 253.6 მლნ ლარით ანუ 3.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.6 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 94.2 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.1 პროცენტით).   

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  აპრილისათვის 29.19 პროცენტი შეადგინა - პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით 0.99 პროცენტული პუნქტით მეტი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.06 პროცენტული პუნქტით მეტი).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.8 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.6 პროცენტი შეადგინა.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo;
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xls;
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/money_aggregates_and_monetary_ratiosgeo.xls

სხვა სიახლეები