დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 იანვარი, 2017

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი იანვრისათვის 17.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 840.9 მლნ ლარით ანუ 5.2 პროცენტით მეტია გასული წლის პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით მეტი). 2016 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 227.2 მლნ ლარით ანუ 2.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე  შემცირდა 1.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 613.7 მლნ ლარით, ანუ 8.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.0 პროცენტით).   

მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 28.62 პროცენტი შეადგინა. 2016 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.22 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.5 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  -  3.3 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.6 პროცენტი შეადგინა.





                                           

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo
;
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/

assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xls
;
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/
money_aggregates_and_monetary_ratiosgeo.xls


 

სხვა სიახლეები