დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 იანვარი, 2018
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი იანვრისათვის 19.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 141.5 მლნ ლარით, ანუ 0.7 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის  ეფექტის გარეშე 2.5 პროცენტით მეტი). დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 509.5 მლნ ლარით, ანუ 4.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირდა 0.8 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 257.7 მლნ ლარით ანუ 3.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 7.4 პროცენტით). 

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  იანვრისათვის 34.44 პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.81 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.0 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.5 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.7 პროცენტი შეადგინა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
http://www.nbg.gov.ge/index.php?m=306

სხვა სიახლეები