საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი აპრილისათვის 19.6 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 459.1 მლნ ლარით, ანუ 2.4 პროცენტით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.1 პროცენტით მეტი). მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 461.3 მლნ ლარით, ანუ 4.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 5.9 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 2.2 მლნ ლარით, ანუ 0.03 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.5 პროცენტით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 37.21 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.93 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.33 პროცენტული პუნქტით).
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 7.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.5 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.5 პროცენტი შეადგინა.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: